
26 მაისს, 12:00 საათზე, ZOOM-ის ონლაინ პლატფორმაზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას: „დამოუკიდებლობის მოპოვება, აღდგენა, შენარჩუნება“ ჩაატარებს.
საორგანიზაციო კომიტეტი:
- ლევან ჯაყელი - აბსუ-ს სოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი, მოდერატორი;
 - ომარ ფარტენაძე - ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, წამყვანი;
 - ადამ მახარაძე - ბსუ-ს პროფესორი
 
მომხსენებლები:
- პროფესორი ოთარ ჯანელიძე (გორის უნივერსიტეტი) - „1918 წლის 26 მაისი მის თანამედროვეთა აღქმებსა და შეფასებებში“;
 - პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - „დამოუკიდებლობის აქტით დეკლარირებული პრინციპების დამკვიდრება საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში“;
 - პროფესორი მურმან გორგოშაძე (ბათუმის შოთა სახელმწიფო უნივერსიტეტი) - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო და კანონმდებლობის ძირითადი მიმართულებანი (1918-1921)“
 - პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - „ბათუმის საკითხი 1918 წლის მარტის ტრაპიზონისა და მაისის ბათუმის კონფერენციებზე“;
 - ნიკოლოზ მეგრელიშვილი - ( საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი) – „დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე (კონსტიტუციონალიზმის განვითარების ეტაპები)“;
 - პროფესორი გურამ ჩაგანავა (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - „სახელწოდება „თურქის“ ეტიმოლოგიის პრობლემა“;
 - თინა ცხოვრებაძე (თსუ-ს დოქტორანტი) – „1918 წლის 26 მაისის გახსენება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წინა პერიოდში (1988-1990)“;
 - მანანა დარჩაშვილი - (ილიაუნის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი) - „მიხაკო წერეთელი და 26 მაისი: ორი გამოსვლის (1918 და 1943) შედარებითი ანალიზი“;
 - თამარ ქარაია - (თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი) - „26 მაისი როგორც მეხსიერების პროექტი“
 
კონფერენცია გაიმართება შემდეგ ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/5276480435?status=success
| უკან | 

