პროექტის „საზღვაო კვლევების და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე - Black Sea Connect” წარდგენა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „Horizon 2020”-ის პროექტის „საზღვაო კვლევების და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე -  Black Sea Connect” წარდგენა გაიმართა. ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და მკვლევრებს პროექტის თსუ-ს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა სალომე კობაიძემ პროგრამის მიზნები და ამოცანები გააცნო.  პროექტი ეფუძნება  შავი ზღვის აუზში კვლევისა და ინოვაციების განხორციელების მიზნით  შემუშავებულ „შავი ზღვის სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგს“, რომელიც ევროკავშირის მიერ არის ინიცირებული.

დღის წესრიგის ფარგლებში იდენტიფიცირებულია 4 ძირითადი საფუძველი, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა შემუშავდეს მთელი რიგი კვლევითი და ინოვაციური ღონისძიებები:

  • შავი ზღვის ფუნდამენტური კვლევის გამოწვევებზე რეაგირება –„შავი ზღვის ცოდნის ხიდი”;
  • შავი ზღვის ლურჯი ზრდისთვის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შემუშავება და კლასტერების ჩამოყალიბება – „შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკა“;
  • კრიტიკული მხარდაჭერის სისტემებისა და ინოვაციური ინფრასტრუქტურების შექმნა – „ძირითადი ერთობლივი ინფრასტრუქტურა და პოლიტიკის ინსტრუმენტები“;
  • განათლება და შესაძლებლობების შექმნა – „გაძლიერებული მოქალაქეები და გაძლიერებული სამუშაო ძალა“.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრა „სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგის“ დოკუმენტის საფუძველზე და საქართველოს შესაბამისი   ხედვის ფორმულირება.

პროექტის „საზღვაო კვლევების და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე -  Black Sea Connect” კოორდინატორია ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსი, უვადო მეცნიერი იზოლდა მაჭუტაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა