ბსუ-ში პროექტის „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა ტარდება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „Erasmus+“-ის პროექტის „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ („Role of Universities in the Regional Development (RURD)“) ფარგლებში საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა ტარდება. შეხვედრაზე 10 რეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენელი რექტორთა კონფერენციის დაარსების ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტს განიხილავს. პროექტის ფარგლებში იგეგმება რეგიონული პარტნიორობის სქემის რექტორთა კონფერენციის აკადემიური სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომლის პრეროგატივა იქნება საუნივერსიტეტო მისიით გათვალისწინებული დასახული მიღწევის გზებზე მსჯელობა, სტრატეგიული გეგმის ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება და   გამოცდილების გაზიარება. 

„Erasmus+“-ის პროექტის RURD-ის მიზანია რეგიონული უნივერსიტეტების მისიის სტრატეგიული გეგმების, კვლევებისა და განვითარების საკითხებზე ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთობებს, აგრეთვე მათ ურთიერთობებს მმართველ ორგანოებთან და მუნიციპალურ დაწესებულებებთან. პროექტი ასევე ითვალისწინებს უსდ-ების აკადემიურ, კულტურულ პოპულარიზაციას, რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანას,  საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას და ურთიერთობების გაღრმავებას.

RURD-ის ფარგლებში მონაწილე რეგიონული უნივერსიტეტები, პარტნიორობის ფარგლებში, საერთაშორისო გამოცდილებას გაიზიარებენ  უსდ-ების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრაში სამთავრობო სტრუქტურების ჩართულობის ხარისხის ამაღლების სტრატეგიის დასახვის მხრივ. 

პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა და საერთაშორისო გამოცდილება აქტუალურია სტუდენტებისა და მეცნიერების ინოვაციების წახალისების, სწავლის ინტერნაციონალიზაციის, კვლევების კომერციალიზაციის საერთაშორისო სტანდარტებისა და პერსპექტიული სიახლეების  დანერგვისთვის.

    პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებია:

    ევროკავშირის პარტნიორები:

  • სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი)  www.usc.gal
  • FH JOANNEUM გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია) www.fh-joanneum.at
  • მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა) www.muni.cz
  • ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი (ლიეტუვა) www.vdu.lt


  ქართველი პარტნიორები: 9 რეგიონული უნივერსიტეტი

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.bsu.edu.ge
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი  www.atsu.edu.ge
  • ქუთაისის უნივერსიტეტი www.unik.edu.ge/
  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია  www.bsma.edu.ge
  • ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  www.batu.edu.ge
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  www.zssu.ge
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  www.gu.edu.ge
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tesau.edu.ge
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი  www.sjuniedu.ge
  • კავკასიის უნივერსიტეტი www.cu.edu.ge


    სამთავრობო პარტნიორები:    

  • საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო www.mes.gov.ge
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი www.eqe.ge

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა