ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მემბრანული განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. გამოცხადდეს კონკურსი ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მემბრანული განყოფილების მემბრანული სინთეზის მიმართულებით მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2021 წლის 18 ოქტომბრიდან  19 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32 (საქმისაწრმოების  სამსახურის სამუშაო ოთახი №2).  მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi2021@bsu.edu.ge)
  3. კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 20 ოქტომბრიდან  21 ოქტომბრის ჩათვლით;
  4. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2021 წლის 22 ოქტომბრისა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
  5. კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2021 წლის 1 ნოემბრიდან;
  6. კონკურსის ძირითადი პირობები:

მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე  (ხუთი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება  და  აკმაყოფილებს შემდეგ დამატებით პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს ან მიღებულია დასაბეჭდად თანდართული კლასიფიკატორის 2.2, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.5  ან  3.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.2 ან 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს კლასიფიკატორის 4.2, 4.3, 4.4 ან ბოლო 2 წლის განმავლობაში - 4.5 პუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ სამეცნიერო აქტივობაში;

დ) აქვს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის/ უფროსი მეცნიერ თანამშრომლის ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილება.

(შენიშვნა: წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში აღნიშნული ე.წ. ,,კლასიფიკატორში“ იგულისხმება ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის Ν05 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის Ν05 გადაწყვეტილების დანართი 1).

  1. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტური თანამდებობების დაკავების მსურველებმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინონ:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

დ) სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესით მოთხოვნილი, ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;

ე) სამეცნიერო კვლევის კონცეფცია;

ვ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

ზ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (შედგენილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთავლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული N2 დანართის შესაბამისად);

თ) კონკურსანტის ანკეტა (შედგენილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთავლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დანართი 3   შესაბამისად).

ი) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის საპროცედურო კომისიაში წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

8. სამართლებრივი აქტების (ბსუ-ს წესდების,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთავლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“  ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილების, ,,ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მემბრანული განყოფილების მემბრანული სინთეზის მიმართულებით მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ბსუ-ს რექტორის ბრძანების) გაცნობა და კონკურსანტთა განცხადებისა და ანკეტის ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდიდან www.bsu.edu.ge (კონკურსების ველი).

ბრძანება 01-02-164 - 2021 წლის ოქტომბერში ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მემბრანული განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევი ღია კონკურსის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით  განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ბრძანება 01-02-164-ის დანართი 1

ბსუ-ს რექტორის 2021 წლის 17 სექტემბრის №01-02/156 ბრძანებით გამოცხადებული ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მემბრანული განყოფილების მთავარი მეცნიერის თანამშრომლის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარების მიზნით საკონკურსო და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

  აგრარული და მემბრაული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დებულება
  ბსუ-ს შინაგანაწესი
  ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
  ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის შრომის ანაზღაურების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
  ბსუ-ს წესდება
  ეთიკის კოდექსი
  სამეცნიერო პერსონალის კლასიფიკატორი
  კონკურსანტის ანკეტა
  კონკურსანტის განცხადება
  ბრძანება 01-02/156

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა