ონლაინ ფორუმი სტუდენტებისთვის თემაზე: „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“

სურათი

28 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით სტუდენტებთან გაიმართება ონლაინ შეხვედრა თემაზე: „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად!“

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თემატურ საკითხებზე, მათ შორის: აცრა და ვაქცინაცია - რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის; როგორ შევარჩიოთ ვაქცინა? როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ხელი შეუწყონ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას? ვაქცინა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ღონისძიების ფარგლებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან მონაწილეები მიიღებენ ამომწურავ პასუხებს მათ მიერ დასმულ ყველა თემატურ კითხვაზე.

ონლაინ ფორუმი, რომელიც 16-დან 19 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა გათვალისწინებული ემსახურება მონაწილეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებას COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, ასევე ვაქცინაციის თაობაზე ახალგაზრდების დადებითი გადაწყვეტილების დასაბუთების ხელშეწყობას. ონლაინ ფორუმზე დასწრება თავისუფალია.

მიბმული ფაილის სახით იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი. 

ონლაინ ფორუმის დასაწყისი  - 15:00 საათი

ონლაინ პლატფორმა ,,Zoom”-ის  ბმული https://undp.zoom.us/j/88600862593

შეხვედრის ID: 886 0086 2593

  დღის წესრიგი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა