ესეების კონკურსი თემაზე: "საქართველოს ევროპული ინტეგრაცია"

სურათი

ა(ა)იპ „ეგერია სოლუშენსი“, კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს ესეების კონკურსს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის თემაზე: ,,საქართველოს ევროპული ინტეგრაცია".

ონლაინ კონკურსი ტარდება პროექტის - „ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის შესახებ - გამოწვევები და პერსპექტივები“ ფარგლებში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სასწავლო კურსი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ, რომელიც  უკვე  წარმატებით  დაინერგა  ოთხ  უმაღლეს  სასწავლებელში:  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოამზადონ ესე თემაზე - „ერთიანობა მრავალფეროვნებაში - სად არის საქართველოს ადგილი?“

კონკურსის სპეციალური ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან ეგერია სოლუშენსისა და კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები, გამოავლენს სამ საუკეთესო ნაშრომს. გამარჯვებული ნაშრომების ავტორები მიიღებენ პრიზებს:

I ადგილი - „ბიბლუსის“ 300 - ლარიანი წიგნების ვაუჩერი

II ადგილი - „ბიბლუსის“ 200-ლარიანი წიგნების ვაუჩერი

III ადგილი  - „ბიბლუსის“ 100 ლარიანი წიგნების ვაუჩერი

 

                        პ       

ესეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  შოთა  მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

ე ს ე ს  ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი   მ ო ი:

 

ენა - ქართული;

მოცულობა - 700 - 800 სიტყვა;

ფორმატი - ელექტრონული (MS Word ან PDF);

შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen), რომლის ზომა უნდა შეადგენდეს 11-ს, ხოლო სტრიქონებს შორის დაშორება 1.15-ს. ესეში დაცული უნდა იყოს გამოყენებულ წყაროთა ციტირების სტილი (სტუდენტის არჩევანით).

ესეებს, რომლებიც  ტექნიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ,  ჟიურის წევრები  10

ქულიანი სისტემით შეაფასებენ, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

1.  საკონკურსო თემასთან შესაბამისობა  - 2 ქულა

2.  გამართული სტრუქტურა - 2 ქულა

3.  არგუმენტაცია - 3 ქულა

4.   სტატისტიკური და ფაქტობრივი მონაცემების გამოყენება - 2 ქულა

5.   გამოყენებული წყაროების ხარისხი და მრავალფეროვნება - 1 ქულა

 

კონკურსში   მონაწილეობის   მსურველებმა   ესეები   ელექტრონული   სახით   უნდა წარმოადგინონ  მისამართზე:   egeriasolutions@gmail.com,  2021  წლის  9  დეკემბრის  დღის 12:00 საათამდე.

 

წერილის სათაურად შესაბამის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ „ესეების კონკურსი“

 

წერილი    ესეს    ელექტრონულ    ვერსიასთან    ერთად    უნდა    შეიცავდეს    შემდეგ ინფორმაციას:

  •     სტუდენტის სახელი, გვარი;
  •     უმაღლესი სასწავლებელი, სპეციალობა, კურსი;
  •     საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელფოსტის მისამართი).

გამარჯვებული  სტუდენტების  დაჯილდოება  გაიმართება  24  დეკემბერს,  ონლაინ რეჟიმში.

წარმატებას გისურვებთ!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა