ბსუ-მ ზუგდიდში აბიტურიენტებისთვის გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ზუგდიდში აბიტურიენტებისთვის გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ბსუ-ს სტუდენტებმა და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდებს ბსუ-ს საბაკალავრო პროგრამები, სერვისები, გაცვლითი პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება გააცნეს.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული სათათბიროს ინიციატივით გაიმართა და მასში აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ფოთის და ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა