მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.  დეტალური ინფორმაციისთვის  იხილეთ ბრძანება.

პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის არანაკლებ ბაკალავრის, ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  ან სრული ზოგადი და შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.    

აპლიკანტთა რეგისტრაცია იწარმოებს   2022 წლის 22 - 23 სექტემბერს, ბსუ-ს პირველ კორპუსში, მცირე სპორტულ დარბაზში, 10:00 სთ-დან 17:00 საათამდე.

 აპლიკანტმა რეგისტრაციისთვის  უნდა წამოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება და ანკეტა (შევსებული დანართი 1 -ის  და დანართი 2-ის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის  ასლი;

 გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი   დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ( გარდა იმ პირებისა რომლებმაც  2022 წელს ჩააბარეს საგნის გამოცდა);

დ) ბაკალავრის, მაგისტრის  და/ან მათთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;  (2022 წლის კურსდამთავრებულთათვის -  ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);

ე) ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).

საკონტაქტო პირი: ლელა თავდგირიძე პროფესორი, პროგრამის ხელმძღვანელი.

ტელ: (+995) 577 97 93 79

 

  დანართი 1
  დანართი 2
  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა