გაცვლითი პროგრამის კონკურსი სტუდენტებისთვის და აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალისთვის პორტუგალიაში

სურათი

გამოცხადდა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი PEERS პროექტის (პორტუგალია) ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, რომელშიც   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ეძლევა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა.   

განაცხადები მიიღება ელექტრონულად მიმღებ უნივერსიტეტებში პირდაპირი წესით - რეგისტრაციის ბოლო დღე  2023  წლის 31 მაისი.
 
საკონკურსო პროცესის ეტაპები სტუდენტებისთვის:
 
დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში PEERS -  პროექტის შემდეგ მისამართზე  
 
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მიმღები უნივერსიტეტების მიერ. 
 
სააპლიკაციო პროცედურის დაწყებამდე დეტალურად გაეცანით ბმულებს:
 
 Application Guide  
 
შენიშვნა სტუდენტებისთვის:
გაითვალისწინეთ, რომ კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო ენის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ!
ტესტირება/გამოცდა ინგლისურ ენაში (B1/B2) – 2023 წლის 24 მაისი.
ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით არა უგვიანეს 22 მაისი 17 საათისა:
 
1. განცხადება რექტორის სახელზე ტესტირების გავლის თაობაზე (მიუთითეთ ენის დონე, მოქმედი ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი);
 
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
 
3. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.
 
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი.
სტიპენდია მოიცავს:
 
1. თვიურ სტიპენდიას;
2. ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.
დამატებითი ინფორმაცია: 
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო დაზღვევისა და ვიზის ხარჯები!
 
საკონკურსო პროცესის ეტაპები აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის
დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში ბმულზე:
 
სააპლიკაციო პროცედურის დაწყებამდე დეტალურად გაეცანით ბმულს: 
 
Application Guide  
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება პარტნიორ უნივერსიტეტების მიერ; 
 
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე
სტიპენდია მოიცავს:
 
1. დღიურ ხარჯებს;
2. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელფოსტის საშუალებით:  erasmus@bsu.edu.ge
 
 
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა