საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი შეხვედრა-დისკუსია გაიმართა თემაზე: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისი - წინაპირობები, მნიშვნელობა და შედეგები.” ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და საქართველოს დამოუკიდებლობის  დღე მიულოცა ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა.

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: საერთაშორისო ვითარება დამოუკიდებლობის აღდგენის წინ, ეროვნული საბჭო და მისი როლი, დამოუკიდებლობის აღდგენა, დამოუკიდებლობის აქტი, მთავრობის პირველი ღონისძიებები და ძირითადი უფლებები პირველი ქართული კონსტიტუციის მიხედვით.

შეხვედრას უძღვებოდნენ პროფესორები: ჯემალ კარალიძე, ოთარ გოგოლიშვილი, ნუგზარ ფუტკარაძე და დოქტორანტი სალომე კარალიძე. ღონისძიებაში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

დისკუსია ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტისა და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

ასევე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლის, კირნათის საჯარო სკოლაში. ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სკოლის აკადემიურ პერსონალისა და მოსწავლეებისათვის წარდაგინეს მოხსენებები 26 მაისის ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის შესახებ. ასევე გააცნეს ინფორმაცია სტამბოლის ქართულ სავანეში დაცული საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ამსახველი უნიკალური ხელნაწერებისა და დოკუმენტაციის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში კირნათის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას ინსტიტუტის უახლესი გამოცემებიც გადაეცა საჩუქრად.    


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა