2024 წლის 15 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ქართულ-პოლონური ურთიერთობები XIX-XX სს. (ისტორიული და სოციო-კულტურული ასპექტები)“. კონფერენცია ჩატარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის − პოლონელების დეპორტაცია საქართველოში და პოლონურ-ქართული გეოპოლიტიკური თანამშრომლობა (1830-1921)“, (FR-22-9832) − ფარგლებში, ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერნეციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების სათაური და ქართულ-ინგლისური ანოტაცია (200-250 სიტყვა) წარმოადგინეთ მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე, მისამართზე: erekle1770@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს:
ირაკლი ბარამიძე - 577 30 40 20
კახაბერ სურგულაძე - 599 30 91 91
უკან |