5 თებერვალი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების კლასტერმა, რომელშიც გაერთიანებულია 3 საბაკალავრო, 4 სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, შვიდი წლით აკრედიტაცია მოიპოვა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა და საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები სამწლიანია.
აკრედიტაცია მოიპოვა შემდეგმა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებმა:
საბაკალავრო პროგრამები:
-
ფინანსები (BA)
-
ბიზნესის ადმინისტრირება (BA)
-
საჯარო მმართველობა (BA)
სამაგისტრო პროგრამები:
-
ფინანსები და საბანკო საქმე (MA)
-
ბიზნესის ადმინისტრირება (MA)
-
მარკეტინგი (MA)
-
აღრიცხვა, აუდიტი, დაბეგვრა (MA)
სადოქტორო პროგრამა:
-
ბიზნესის ადმინისტრირება (PhD)
ვულოცავთ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!