გარდაიცვალა ბსუ-ს საპატიო დოქტორი რისმაგ გორდეზიანი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს საპატიო დოქტორის, ჰუმანიტარული მეცნიერებების საყოველთაოდ აღიარებული და თვალსაჩინო წარმომადგენლის, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს, საუნივერსიტეტო საზოგადოებას, კოლეგებსა და მის მრავალრიცხოვან მოწაფეებს!

მნიშვნელოვანია აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის  ღვაწლი  კლასიკური ფილოლოგიის, ელინისტიკის, ქართველოლოგიის  განვითარების საქმეში. კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და შეუფასებელია მისი მრავალმხრივი ორგანიზაციული საქმიანობა უმაღლესი განათლების სფეროში, როგორც მრავალი თაობის აღმზრდელისა და მოძღვრის, მან აზიარა თაობები ანტიკურობის სიმაღლეებს, ის იყო პრინციპული, სამართლიანი, ენთუზიასტი, მუდამ სიახლისა და შემეცნებისკენ მიმართული, ამავე დროს საოცრად გულისხმიერი,  სხვისი ჭირის და ლხინის გამზიარებელი.

ვემშვიდობებით დიდ მეცნიერსა და მასწავლებელს!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა