
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ ირემაძემ. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა სტუდენტთა სტაჟირება, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ბსუ-ს რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ლორთქიფანიძე, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ედნარ ფუტკარაძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე.
უკან |