
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მსოფლიოში ცნობილ მათემატიკურ მეცნიერებათა ფილდსის კვლევის ინსტიტუტთან (კანადა) თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმაებას ხელი მოაწერეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ და მათემატიკურ მეცნიერებათა ფილდსის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა დეარდერე ჰასკელმა. შეთანხმება მიზნად ისახავს მათემატიკური კვლევების გაღრმავებას, ერთობლივი კონფერენციების, ვორქშოფებისა და ტრენინგების ჩატარებას.
მემორანდუმი გაფორმდა ასევე მათემატიკურ მეცნიერებათა ფილდსის კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს მათემატიკურ კავშირს შორის, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუტისა და საქართველოს მათემატიკურ სკოლასთან თანამშრომლობას, მათ შორის ბსუ-ს ჩართულობით.
მემორანდუმები გაფორმდა ბსუ-ში მიმდინარე ,,საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XV საერთაშორისო კონფერენციის“ ფარგლებში, სადაც 300-მდე მეცნიერი უკვე რამდენიმე დღეა საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებიდან უზიარებს ერთმანეთს გამოცდილებას.
კონფერენციაზე ბსუ-ს სტუდენტებს აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ.
უკან |