
8-12 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის ,,ERASMUS+“- ის საგრანტო პროექტის „PRESS“ - საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ ფინალური საერთაშორისო კონფერენცია და კონსორციუმის სამუშაო შეხვედრები ტარდება.
კონფერენცია გახსნეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, საბუნებისმტყბელო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფრაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, ილიაუნის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ და პროექტის კოორდინატორმა, ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა ინგო ეილიქსმა.
პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს ევროკავშირის რამდენიმე უმთავრეს პრიორიტეტში, კერძოდ, „მწვანე შეთანხმებაში“, ციფრულ ტრანსფორმაციასა და განათლების სფეროში ევროკავშირის პოლიტიკის გარე განზომილებაში.
კონფერენციას საგრანტო პროექტის კონსორციუმის წევრები ესწრებიან საქართველოდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ისრაელიდან და ინდონეზიიდან. კონფერენციაში საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებების 100 ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი წარმომადგენელი მონაწილეობს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მდგრადი განვითარების საკითხებით.
პროგრამის ფარგლებში ჩატარდება პლენარული სესიები ლექციები, სემინარები, გასვლითი ექსპედიცია და საველე სამუშაოები. გაიმართება 12 პარალელური ვორქ-შოფი, რომელსაც წარუძღვებიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 36 პოსტერული პრეზენტაცია.
უკან |