
ბსუ-ში ვიზიტით იმყოფებოდნენ სამარყანდის ეკონომიკისა და მომსახურების სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი, მახიდინ პულატოვი, საერთაშორისო ურთიერთობების რანჟირების დეპარტამენტის უფროსი, ფარჰოდ საფაროვი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ჯონიბეკ მახმუდოვი.
სტუმრები შეხვდნენ ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს, რექტორის მოადგილეებს, გიორგი ქათამაძეს და თამარ სირაძეს, ფაკულტეტების დეკანებს - ირაკლი კორძაიას და ნათია წიკლაშვილს, სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, მარინე გიორგაძეს.
სამარყანდის ეკონომიკისა და მომსახურების სახელმწიფო ინსტიტუტი უზბეკეთის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ტურიზმის სფეროში, შესაბამისად, ისინი დაინტერესებულნი არიან ბსუ-სთან თანამშრომლობით ტურიზმის, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში, სტუდენტების, აკადემიური პერსონალის გაცვლით. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.
უკან |