- გამოცხადდა კონკურსი ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟიორთა შესარჩევად.
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბსუ-ს „სამართალმცოდნეობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 ან/და მე-4 სასწავლო წლის სტუდენტებსა და ბსუ-ს „სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ან აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულებს (შენიშვნა: საბაკალავრო საფეხურის მე-3 სასწავლო წლის სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების რაოდენობა არ უნდა იყოს 120 კრედიტზე ნაკლები).
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 02 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) ან ბსუ-ს ელექტრონული ფოსტის (chancellery@bsu.edu.ge) მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (შევსებული სტაჟირების გავლის წესის N1 დანართით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად, მათ შორის, სამოტივაციო ნაწილიც);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) CV;
დ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (აქტიური სტატუსის შემთხვევაში) და სასწავლო ბარათი, ხოლო ბსუ-ს კურსდამთავრებულმა - ბსუ-ს დიპლომისა და სტანდარტული დანართის ასლი;
ე) ერთი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
ვ) ცნობა სოციალურად დაუცველობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში).
- კონკურსის წესით შერჩეული ოთხი სტაჟიორი ერთი თვის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე სტაჟირებას გაივლის ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში (სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის N35, ბსუ-ს N1 კორპუსი, ოთახი N14 და N3), სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი), ორ ცვლაში, შემდეგი განრიგით: პირველ ცვლაში (09:00 სთ - 13:00 სთ) – ორი სტაჟიორი, ხოლო მეორე ცვლაში (14:00სთ - 18:00სთ) - ორი სტაჟიორი.
- სტაჟიორებმა უნდა შეასრულონ ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის დებულებითა და პერსონალის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები, სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალების ფარგლებში.
- სტაჟირების გავლის შედეგების დადებითად შეფასების (სტაჟირების წარმატებით გავლის) შემთხვევაში სტაჟიორზე გაიცემა სერტიფიკატი.
- ანაზღაურების გარეშე სტაჟირების პერიოდის (ერთი თვე) გასვლის შედეგად, სტაჟიორის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე განისაზღვრება არაუმეტეს 2 სტაჟიორი, რომელიც შესაძლებელია დასაქმდეს იურიდიულ დეპარტამენტში, არაუმეტეს 6 თვის ვადით (ანაზღაურებადი სტაჟირება). დასაქმებული სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამის სამუშაო ცვლებში სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით (არაუმეტეს 500 ლარი).
- ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრება კონკურსის ჩატარების ვადები (დოკუმენტაციის გადარჩევა, კონკურსანტებთან გასაუბრება, შედეგების გამოცხადება) და ინფორმაცია განთავსდება ბსუ-ს ვებგვერდზე (კონკურსების ველში).
-
იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ წინამდებარე
განცხადებას თან ერთვის:
9.1. კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება (№01-10/79, 01.10.2025 (ცვლილება ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 20 ოქტომბრის №01-10/83 ბრძანებით)).
9.2. ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 29 მარტის N02 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბსუ-ში სტაჟირების გავლის წესი“;
9.3. სტაჟირების განაცხადის ფორმა („ბსუ-ში სტაჟირების გავლის წესის“ N1 დანართი);
9.4. ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის დებულება;
9.5. ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის პერსონალის სამუშაო (ფუნქციების) აღწერილობა.
| უკან |
