ბსუ-ში ვეტერანთან დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერანთა დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. სტუდენტების მონაწილეობით ტურნირი ჩატარდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ასევე გაიმართა შეჯიბრი ვეტერანების შვილებს შორის, გამარჯვებულებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აჭარის ა.რ. მთავრობის თავჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსი შუქრი ყიფიანი და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები ესწრებოდნენ. 

ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს სამეთაურო რგოლის წარმომადგენლები და სამსახურის თანამშრომლები  სტუდენტებს შეხვდნენ. შედგა ომის თემატიკასთან დაკავშირებით ვიდეორგოლის ჩვენება, ისაუბრეს ვეტერანთა ღვაწლსა და თავდადებაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.

ტურნირის გამარჯვებულები:

ტექბოლი - პირველი ადგილი: ანრი ჩხუბაძე, გოგმაჩაძე გიორგი.  მეორე ადგილი - ლუკა ფუტკარაძე, ლაშა სანიკიძე. მინი ფეხბურთი - პირველი ადგილი ,,მაესტრო“, მეორე ადგილი - ,,დოლა“. მკლავჭიდი - 70კგ. წონით კატეგორიაში: გიორგი გელაძე, დათო დადუნაშვილი, ლუკა ძირკვაძე. + 70 კგ. წონით კატეგორაში: ლულა ფუტკარაძე, ემზარ ჭელიძე, მურმან ირემაძე. ნარდი - თამარ ნადირაძე, სოსო ვერძაზე, რამინ მიქელაძე, შაში - ირაკლი დავითაძე, ვაჟა ვაშაყმაძე, გიორგი მიქელაძე.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა