სტომატოლოგიის მიმართულების დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

სურათი

გამოცხადდა მიღება ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  რეზიდენტურის ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების (პროფესიულ მზადების) სარეზიდენტო პროგრამაზე, სპეციალიზაციის კურსის და გადამზადების პროგრამაზე შესაბამისი პროგრამის სპეციალობის მაძიებელთა კვოტების ფარგლებში.

  1. სარეზიდენტო პროგრამაზე - ,,თერაპიული სტომატოლოგია“

📆  ხანგრძლივობა: 11 თვე

📍მისაღები ადგილების რაოდენობა -  4

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ).უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);

გ) მაძიებლის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/ცნობა ან  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და შედეგის აღიარების შესახებ;

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) 3x4 ზომის ფოტოსურათი – 2 ცალი;

ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

  1. მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამაზე ,,ორთოპედიული სტომატოლოგია

📆 ხანგრძლივობა: 6 თვე

📍 მისაღები ადგილების რაოდენობა - 3

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ).უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

გ).თერაპიულ სტომატოლოგიაში  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის  დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

დ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული  საქმიანობის  რეგულირების სააგენტოს   თანხმობა გადამზადების კურსის (6 თვე ) გავლის თაობაზე;

ე) ავტობიოგრაფია (CV);

ვ) 3x4 ზომის ფოტოსურათი– 2 ცალი;

ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

 

  1. სპეციალიზაციის პროგრამაზე „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“

📆 ხანგრძლივობა 3 თვე

📍 მისაღები ადგილების რაოდენობა - 3

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის  დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) 3x4 ზომის ფოტოსურათი – 2 ცალი;

ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

  1. კონკურსანტთა განცხადებები და დოკუმენტაცია (ჩამონათვალი წინამდებარე ბრძანების №1 დანართში) წარმოდგენილი იქნეს ელექტრონულად, 2025 წლის 21 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით,  10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე პერიოდში,  ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) ელექტრონულ ფოსტაზე (chancellery@bsu.edu.ge).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა