
ბსუ-ში „Erasmus+“ პროექტის ETHICS ფარგლებში, კვლევის ეთიკის კვირეული ეგიდით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ჩატარდა ინტერაქციული ლექციები თემაზე - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კვლევაში“.
ლექციები ჩაატარა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა-კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ განმახორციელებელმა პერსონალმა თათია ნაკაშიძე-მახარაძემ, რომლის მიზანიც იყო სტუდენტებში კვლევის ეთიკისა და პასუხისმგებლიანი კვლევის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილეები-გიორგი ქათამაძე და თამარ სირაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი-ვლადიმერ ღლონტი და პროექტის წევრები.
| უკან |











