ბსუ-ში მეცნიერების საერთაშორისო დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა

სურათი

ბსუ-ში მეცნიერების საერთაშორისო დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. რექტორის მოადგილეებმა გიორგი ქათამაძემ და თამარ სირაძემ მკვლევრებს პროფესიული დღე მიულოცეს და სამეცნიერო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ღონისძიების ფარგლებში ფიტოპთოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსმა, უვადო მეცნიერმა იზოლდა მაჭუტაძემ ლექცია წაიკითხა თემაზე: „კოლხეთი - ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობს საგანძური". უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა სამეცნიერო გამოფენა, სადაც  სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტებმა და ფაკულტეტებმა წარმოდგინეს სხვადასხვა სახის სამეცნიერო აქტივობები.

მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღეს 2001 წლიდან UNESCO-ს ეგიდით აღნიშნავს და მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებასა და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა