უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიან პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

სურათი

ცხადდება მიღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2025 წლის 27 აგვისტოს N13 სხდომის გადაწყვეტილებით აკრედიტებულ (აკრ. N1141) უწყვეტი სამედიცინო განათლების (შემდეგში - უსგ) ტრენინგ-პროგრამაზე „სტომატოლოგიური პათოლოგიების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის ძირითადი ასპექტები“.

პროგრამა განკუთვნილია სპეციალობებში: „რადიოლოგია“, „თერაპიული სტომატოლოგია“, „ორთოპედიული სტომატოლოგია“, „ორთოდონტია“, „ყბა-სახის ქირურგია“, „ქირურგიული სტომატოლოგია“, „ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია“, „ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია“ სერტიფიცირებული ექიმებისთვის.

პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად მსმენელს მიენიჭება I ტიპის 12 უპგ ქულა და გადაეცემა სერტიფიკატი.

უსგ-ის პროგრამის მოდულები/თემები:

  1. პროგრამის შესავალი. რადიოლოგიის ზოგადი საკითხები. სტომატოლოგიური რადიოლოგიის მეთოდები: ციფრული რენტგენოგრაფია, ინტრაორალური რენტგენოგრაფია, ექსტრაორალური რენტგენოგრაფია, ცეფალომეტრია, პანორამული რენტგენოგრაფია (ორთოპანტომოგრაფია), კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია; გამოსახულების ინტერპრეტაცია, ნორმალური რადიოლოგიური ანატომია (3 საათი).
  2. სტომატოლოგიური რადიოლოგიის მეთოდები: კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რადიონუკლიდური დიაგნოსტიკა; გამოსახულების ინტერპრეტაცია, ნორმალური რადიოლოგიური ანატომია. კბილებისა და ყბების ნორმალური რადიოლოგიური ანატომია და მისი „ხაფანგები“ (3 საათი).
  3. რადიოლოგიური გამოსახულების შეფასების ზოგადი პრინციპები: სტომატოლოგიური დაავადებების დროს გამოვლენილი სხივური სიმპტომები და სინდრომები; რადიოლოგიური გამოსახულების ინტერპრეტაციის მეთოდიკა (1 საათი).
  4. სტომატოლოგიური რადიოლოგიის კლინიკური ასპექტები. ორთოპანტომოგრაფიისა და კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფიის სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენების მეთოდოლოგია; კლინიკური შემთხვევების განხილვა (I ნაწილი - 3 საათი).
  5. ორთოპანტომოგრაფიისა და კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფიის სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენების მეთოდოლოგია; კლინიკური შემთხვევების განხილვა (II ნაწილი - 2 საათი).

 

პროგრამის ხელმძღვანელი და ტრენერები:

  1. პროგრამის ავტორი/ხელმძღვანელი და ტრენერი - დავით ცეცხლაძე (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი, ექიმი-რადიოლოგი);
  2. ტრენერი - ფრიდონ ჯაფარიძე (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ექიმი-სტომატოლოგი);
  3. ტრენერი - იათამზე თანდილავა (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, ექიმი-რადიოლოგი);
  4. ტრენერი - გიორგი ბალაძე (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მოწვეული მასწავლებელი, ექიმი-სტომატოლოგი).

ტრენინგის ჩატარების თარიღები:

  1. 2025 წლის 06-07 დეკემბერი - პირველი ნაკადის მსმენელთა ჯგუფისთვის (15-20 მსმენელისთვის);
  2. 2025 წლის 13-14 დეკემბერი - მსმენელთა მე-2 ნაკადის (15-20 მსმენელის) დარეგისტრირების შემთხვევაში;
  3. 2025 წლის 20-21 დეკემბერი - მსმენელთა მე-3 ნაკადის (15-20 მსმენელის) დარეგისტრირების შემთხვევაში.

ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 დღე (დღეში 6 საათი);

ტრენინგის ჩატარების დრო: 10:00 - 18:00 სთ;

მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში - 15-20;

ტრენინგის ფორმატი - დასწრებული;

ტრენინგის მისამართი - ბსუ, ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32;

პროგრამაზე სწავლის საფასური 1 მსმენელისთვის - 450 ლარი

(გადახდა სასურველია განხორციელდეს ტრენინგის დაწყებამდე 3 დღით ადრე, 01 დეკემბრის ჩათვლით (რეგისტრაციის საბოლოო დროა 02.12.2025; 15:00 სთ) ბსუ-ს ანგარიშზე: სახაზინო კოდი (ბიუჯეტში გადარიცხვა) N 709017263; გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს - „უპგ-ის ტრენინგის საფასური“ და მსმენელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი);

(შენიშვნა: ტრენინგის დღეებში გათვალისწინებულია 1-საათიანი შესვენება, რა დროსაც მსმენელის სურვილის შემთხვევაში, მსმენელის დაფინანსებით, კვებას უზრუნველყოფს შესაბამისი კომპანია. ტრენინგის დროს (2დღე) ერთი მსმენელის კვებით უზრუნველყოფა ჯგუფის წევრებთან შეთანხმებით - 50 ლარი.

ტრენინგ-პროგრამის „სტომატოლოგიური პათოლოგიების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის ძირითადი ასპექტები“ გავლის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია (ბმულის მისამართზე: https://bit.ly/46IJH28) და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი შესაბამის საექიმო სპეციალობაში;

გ) პროგრამაზე სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა