შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები

სურათი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკუსრებში ბსუ-ს პროფესორმა და დოქტორანტებმა გაიმარჯვეს.

2025 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა:

„ფსევდოპროტეინული საკვები საფარით ზოგიერთი სუბტროპიკული ხილის ნაყოფის (ფეიხოა,ხურმა, ციტრუსი) პრეზერვაციის პროცესების პილოტური გამოცდა“

პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს პროფესორი ალეკო კალანდია.

2025 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული პროექტები:

1. „მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) გაციფრულების პროცესი საქართველოში - ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება კონკურენტუნარიანობის, ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად“. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი - გიორგი აბაშიძე.

ხელმძღვანელი: ბსუ-ს პროფესორი ბადრი გეჩბაია.

კონსულტანტები: მარია კლდიაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოლჰა პროკოპენკო - ესტონეთის მეწარმეობისა გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევარი, ჟანეტა სიმანავიჩიენე -  მიკოლას რომერის უნივერსიტეტის პროფესორი.

2. „აკვაკულტურის მეურნეობების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა და მდგრადობა საქართველოში: ბიზნეს მოდელის ანალიზი“.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი - ნესტან ვარშანიძე;

ხელმძღვანელი: ბსუ-ს პროფესორი ნათელა წიკლაშვილი.

კონსულტანტები: კუბრა -  თურქეთის რეჯებ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის პროფესორი,  ნატალია ვდოვენკო - უკრაინის სიცოცხლის შემსწავლელი და

გარემოსდაცვითი მეცნიერებების ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორებსა და დოქტორანტებს ულოცავს მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა