ჰუბეის განათლების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორდა

სურათი

ბსუ-ს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტსა და ჰუბეის განათლების უნივერსიტეტს (ჩინეთი) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტი მიზნად ისახავს ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებას, აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებასა და საერთო საგანმანათლებლო მიზნების მხარდაჭერას.

მემორანდუმს ჰუბეის განათლების უნივერსიტეტის სახელით მოაწერა ხელი უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - ჟენგ ჯუნიმ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა - ტიტე აროშიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორის მოადგილეები: გიორგი ქათამაძე და თამარ სირაძე.სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინა გიორგიაძე, მთავარი სპეციალისტი ლელა თავართქილაძე.

ასევე, ჰუბეის განათლების უნივერსიტეტის დელეგაცია :

 ლონგ ჟენჰუა – ჩინური ენისა და ლიტერატურის სკოლის დეკანი

 ჯინ ბო – ხელოვნების სკოლის დეკანი

ლი ბო – საინფორმაციო ტექნოლოგიების ოფისის დირექტორი

ფუ ცი – საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის დირექტორის მოადგილე

 

მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შემდეგ მიმართულებებზე:

• სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა 

• ჩინური ენის საერთაშორისო სწავლების მხარდაჭერა 

• ერთობლივი კვლევითი პროექტები, ექსპედიციები, კონფერენციები, სემინარები და შეხვედრები 

• საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური მასალების გაცვლა 

• ერთობლივი საზაფხულო სკოლები, კულტურული, სპორტული და სხვა აქტივობები 

• საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მენეჯმენტის გამოცდილების გაზიარება 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა