
ბსუ-ს 90 წლის იუბილეს ღონისძიების ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლასა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი აკადემიური ურთიერთობების გაძლიერებას, ერთობლივი კვლევის ხელშეწყობასა და მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების განვითარებას. შეთანხმება მოიცავს აკადემიური პერსონალის ვიზიტებს, სტუდენტთა გაცვლას და ერთობლივი კონფერენციების გამართვას.
| უკან |









