
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფრანგეთის ელჩს, ბატონ ოლივიე კურტოს ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ბსუ-ს რექტორ ტიტე აროშიძესთან. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს თანამშრომლობის არსებული მიმართულებები, მიმდინარე საგანმანათლებლო ინიციატივები და სამომავლო ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები.
ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს ფრანგული ენის სწავლების პრაქტიკაზე, საჭიროებებსა და რეგიონში ფრანგული ენის პოპულარიზაციაზე.
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი ხელს უწყობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და ფრანკოფონიულ სივრცესთან თანამშრომლობის გაგრძელებას.
| უკან |







