
ბსუ-ს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, სასწავლო რესურსების განვითარების ხელშეწყობასა და მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლის გაძლიერებას.
| უკან |







