სამი მონოგრაფიის: „ქართული ენის შავშური დიალექტი“, „ქართული ენის კლარჯული დიალექტი“ „ქართული ენის ტაოური დიალექტი“ წარდგინება

სურათი

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი

აკადემიური კლუბი

 

არასკევი, 5 დეკემბერი, 13:00 საათი, 37-ე აუდიტორია

 

სამი მონოგრაფიის: ,,ქართული ენის შავშური დიალექტი“,   ,,ქართული ენის კლარჯული დიალექტი“, ,,ქართული ენის ტაოური დიალექტი“ წარდგინება

   

მონოგრაფიების ავტორები არიან პროფესორები: მამია ფაღავა, †მერი ცინცაძე და მაია ბარამიძე.

მონოგრაფიები  გამოიცა პროფესორ მამია ფაღავას საერთო რედაქციით.

სამივე მონოგრაფია სამნაწილიანია: გამოკვლევა, მასალები, ლექსიკონი.

მონოგრაფიები არის ავტორთა ხანგრძლივი კვლევის შედეგი... აქ იგულისხმება აგრეთვე სამეცნიერო ექსპედიციები (1995 წლიდან) - საველე შემკრებლობითი სამუშაოები ჭოროხის ხეობის ისტორიულ ქართულ პროვინციებში - შავშეთში, კლარჯეთში, ტაოში, სპერში; ლაზეთში და თურქეთი სხვადასხვა პროვინციაში გაფანტული ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების დასახლებებში.

მონოგრაფიები გამოიცა 2022, 2023 და 2024 წლებში.

აჭარული, შავშური, კლარჯული და ტაოური დიალექტები სამხრული მეტყველების დიფერენციაციის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიალექტები განიცდიან თურქეთის სახელმწიფო ენის ძლიერ ზეწოლას, მიუხედავად იმისა რომ შავშეთის, კლარჯეთის ტაოს ბევრ სოფელში დაივიწყეს წინაპართა ენა, შესაძლებელი გახდა სამივე დიალექტის ლინგვისტური პორტრეტის აღდგენა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა