
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. საიუბილეო ღონისძიებები ბსუ-ში მრავალფეროვანი პროგრამით დაიწყო, მოეწყო უნივერსიტეტის ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა ,,ბსუ-90“, სპეციალურად მოწყობილ სამეცნიერო კარვებში სტუმრებმა უნივერსიტეტის საფაკულტეტო და კვლევითი მიმართულებების სამეცნიერო მიღწევები და ინოვაციური პროექტები დაათვალიერეს.
დღის განმავლობაში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, ბსუ-ს ბენდის, უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლ ,,თირინისა“ და აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი. უნივერსიტეტის პირველი რექტორის - ხუსეინ ნაკაიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ასევე გაიხსნა აკადემიკოს დავით ხახუტაიშვილის ბიუსტი და პროფესორ ამირან კახიძისა და პროფესორ გურამ ჩაგანავას სახელობის აუდიტორიები.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სტუდენტები წარმატებული საუნივერსიტეტო საქმიანობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
| უკან |




















