
ბსუ-ს 90 წლის იუბილეს ღონისძიების ფარგლებში ანჟეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ტურიზმის ეროვნული ინსტიტუტის (INNTO-ESTHUA) თანამშრომლები: პროფ. დენალი ბუტენი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი კამილ პუსერ-ვიელი სტუმრობდნენ.
ბსუ-სა და ანჟეს უნივერსიტეტებს შორის წარმატებული თანამშრომლობა უკვე წლებია გრძელდება. ბსუ-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ ანჟეს უნივერსიტეტში, მომავალ სემესტრში კიდევ 5 სტუდენტი გააგრძელებს სწავლას ერთი სემესტრით.
სამუშაო შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის რექტორთან - ტიტე აროშიძესთან და ადმინისტრაციის წევრებთან, სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან - ნარგიზ ფალავანდიშვილთან.
შეხვედრებზე განიხილეს ბსუ-ში ტურიზმის მიმართულებით საზაფხულო სკოლის ჩატარების, ასევე ტურიზმში ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობის საორგანიზაციო საკითხები.
| უკან |














