
ბსუ-ში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, ელჩის თანაშემწე ნესტან მესხი, ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰიროტაკე მაედა, ცნობილი იაპონელი პიანისტი, მაესტრო ტოშიკი უსუი, რომელიც ბათუმს შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეწვია. სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს, ასევე რექტორის მოადგილეებს თამარ სირაძეს, გიორგი ქათამაძეს, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს მარინე გიორგაძეს. მხარეებმა ისაუბრეს იაპონიის უნივერსიტეტების (ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი, ცუკუბის უნივერსიტეტი) თანამშრომლობის შესახებ. სტუმრებმა ბსუ-ს იაპონური ენის მასწავლებელ ლაშა ბოლქვაძეს საჩუქრად გადასცეს წიგნები იაპონურ ენაზე.
| უკან |








