
12 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავასთან ერთად, ტოკიოს საზღვაო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორს ისეკი ტოშიოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და გამოცდილების გაზიარებას. დაიგეგმა გარემოს დაცვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორცილება.
შეხვედრას ესწრებოდნენ დელაგაციის წევრები: აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე და ბსუ-ს იაპონური ენის მასწავლებელი ლაშა ბოლქვაძე.
| უკან |


