
წარმატებით დასრულდა ბსუ-ს ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ღია ჩემპიონატი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 56 გუნდმა, მათ შორის სხვადასხვა უნივერსიტეტის, სკოლის მოსწავლეთა და „ლეგიონერთა“ (კურსდამთავრებულთა) გუნდებმა.
ჩემპიონატის შედეგები:
- I ადგილი ზედიზედ მესამედ დაიკავა გუნდმა „თამადა“
- II ადგილი დამაჯერებელ ბრძოლაში მოიპოვა გუნდმა „სეკრეტერიატი“
- III ადგილზე გავიდა გუნდი „შინშაი?“, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს საპრიზო პოზიციებს
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებითა და წიგნებით, ხოლო პირველ ადგილზე გასულ გუნდს, ბროლის ბუსთან ერთად, გადაეცა სასტუმრო „პარაგრაფის“ ერთდღიანი ვაუჩერი.
სიგელები გადაეცათ ასევე პირველ ათეულში გასულ გუნდებს.
ჩემპიონატის ფარგლებში დაწესებული იყო სამი სპეციალური პრიზი:
- გიორგი მასალკინის სახელობის პრიზი გადაეცა „ლეგიონერთა“ გუნდს „დემური“
- თამარ სირაძის პრიზი მოიპოვა გუნდმა „ნეირომეცნიერები“
- რექტორის პრიზი ერგო მეშვიდე ადგილზე გასულ გუნდს „ეკლიპს“
სიგელები გადაეცათ ასევე ჩემპიონატის მხარდამჭერებსა და ორგანიზატორებს.
ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ 2026 წლის გაზაფხულის სეზონი დაიწყება გაზაფხულის სემესტრის დაწყებასთან ერთად.
| უკან |




















