ბსუ-ს პერსონალის მონაწილეობა პროექტის ETHICS კონსორციუმის ტრენინგში სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების საკითხებზე

სურათი

ბსუ-ს რექტორის მოადგილემ, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ETHICS მკვლევარმა თამარ სირაძემ  და პროექტის მენეჯერმა ნანა მაკარაძემ პროექტის კონსორციუმის ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების საკითხებს ეხებოდა. შეხვედრა 15-16 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით  კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა.

ორდღიანი შეხვედრა მიზნად ისახავდა სამეცნიერო კომუნიკაციის ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, აგრეთვე ევროპელი პარტნიორების გამოცდილების გაცნობას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის ქართველი და უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები - მკვლევრები, მენეჯერები, კვლევის ეთიკასა და კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებელი პირები, დოქტორანტები, ახალგაზრდა მეცნიერები და პროექტის გარე შემფასებლები.

სამუშაო შეხვედრები ჯგუფური მუშაობის ფორმატში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა პროექტის შედეგების გავრცელების და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხები. შეხვედრის მეორე დღეს მონაწილეებმა „მსოფლიო კაფეს“ ფორმატში განსაზღვრეს კონკრეტული აუდიტორიების  შესაბამისი გზავნილები და მათი გავრცელების ფორმები, განიხილეს პროექტის შედეგების სხვა კვლევით ინიციატივებთან დაკავშირებისა და გრძელვადიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბების გზები. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა შეაჯამეს  მიღებული გამოცდილება და განიხილეს სამეცნიერო კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების პოპულარიზაციას და კვლევის ეთიკის მიმართ ნდობის გაზრდას.

პროექტი „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities – ETHICS) 2022 წლის 1 თებერვალს ამოქმედდა და 2027 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა