ბსუ-ს სარგებლობაში არსებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში (კორპუსებში), ხსნადი ყავის და ავტომატური სავაჭრო აპარატების დასადგმელად ფართის იჯარის ფორმით სარგებლობისათვის, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი გამოცხადების შესახებ

  1. გაიცეს იჯარით, ორი წლის  ვადით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართი, ხსნადი ყავის და ავტომატური სავაჭრო აპარატების დასადგმელად, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით, შემდეგ მისამართებზე:

ა) ბსუ-ს №1 კორპუსის (მდებარე ქ. ბათუმში, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. №32/35, ს.კ. №05.23.03.004, მესაკუთრე სახელმწიფო) მე-2 სართულის დერეფანში, 3 კვ.მ. ფართი - ერთი ხსნადი ყავის და ერთი ავტომატური სავაჭრო აპარატის დასადგმელად;  

ბ) ბსუ-ს №1 კორპუსის (მდებარე ქ. ბათუმში, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. №32/35, ს.კ. №05.23.03.004, მესაკუთრე სახელმწიფო) მე-3 სართულზე, ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკაში, 3 კვ.მ. ფართი - ერთი ხსნადი ყავის და ერთი ავტომატური სავაჭრო აპარატის დასადგმელად;

გ) ბსუ-ს №2 კორპუსის (მდებარე ქ. ბათუმში, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. №32/35, ს.კ. №05.23.03.004, მესაკუთრე სახელმწიფო) მე-2 სართულის დერეფანში3 კვ.მ. ფართი - ერთი ხსნადი ყავის და ერთი ავტომატური სავაჭრო აპარატის დასადგმელად;

დ) ბსუ-ს №2 კორპუსის (მდებარე ქ. ბათუმში, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. №32/35, ს.კ. №05.23.03.004, მესაკუთრე სახელმწიფო) მე-4 სართულის დერეფნებში, 3 კვ.მ. ფართი - ერთი ხსნადი ყავის და ერთი ავტომატური სავაჭრო აპარატის დასადგმელად.

  1. იჯარით გასაცემი ქონების (ჯამში 12 კვ.მ.) საწყისი წლიური საიჯარო ქირა დღგ-ს და კომუნალური გადასახადების ჩათვლით განისაზღვროს 7200 ლარის ოდენობით (იჯარის თანხა მოიცავს დღგ-ს, ელექტროენერგიისა და სხვა კომუნალურ გადასახადებს).
  2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს 720 (შვიდას ოცი) ლარის ოდენობით, ხოლო ბიჯი -  120 (ას ოცი) ლარის ოდენობით.
  3. იჯარით სარგებლობაში გაცემის ელექტრონული აუქციონის პირობად განისაზღვროს:

ა) იჯარით აღებულ ფართში (სულ 12 კვ.მ ), წყვილ–წყვილად (1 ყავის და 1 სავაჭრო აპარატისთვის 3 კვ.მ–ზე) უნდა განლაგდეს ავტომატური სავაჭრო აპარატები, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარულ დღეში;

ბ) მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ფართში უზრუნველყოს ეკოლოგიური, სანიტარულ–ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო პირობების/ნორმების დაცვა;

გ) საიჯარო ქირა გადახდილი უნდა იქნეს ყოველთვიურად, თანაბარწილად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა;

დ) მოიჯარეს შეტანილი ,,ბე“ ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის ოდენობაში, საბოლოო ანგარიშსწორებისას;

ე) მოიჯარე ვალდებულია დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები;

ვ) იჯარით სარგებლობაში გაცემის ვადა - 2 წელი;

ზ) მეიჯარე უფლებამოსილია, ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმის გარეშე, ვადამდე გააუქმოს (ვადაზე ადრე შეწყვიტოს) საიჯარო ხელშეკრულება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ზ.1) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების (არანაკლებ 2 ფაკულტეტის საბჭო, 2 ბსუ-ს სხვა სტრუქტურული ერთეული და სტუდენტური თვითმართველობა) მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში, ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

ზ.2) სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში;

ზ.3) საიჯარო ქირის 2 თვის დავალიანების შემთხვევაში;

თ) აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდება აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

  1. ელექტრონული აუქციონი გამოცხადდეს 2026 წლის 27 იანვარს და დასრულდეს 2026 წლის 04 თებერვალს (განცხადება აუქციონის თაობაზე განთავსდა ვებგვერდზე (www.eauction.ge ))

ბრძანება N01-10/05


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა