ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „მერსი ქორფსს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფს"-ის წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ და ,,მერსი ქორფს"-ის წარმომადგენლობის მისიის დირექტორმა  საქართველოში ირაკლი ქასრაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას ბსუ-ს რექტორის მოადგილეები: გიორგი ქათამაძე და თამარ სირაძე, ასევე პროექტ ,,ახალგაზრდული მეწარმეობის საშუალებით სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ფაზა II"-ის დირექტორი, გიგა სარუხანიშვილი და პროექტის ასისტენტი გურანდა გოგიტიძე ესწრებოდნენ.

შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას პროექტის „RDYE II“ ფარგლებში, რომლის მიზანია 18-35 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და ცოდნის გაღრმავება. პროექტი ხელს უწყობს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესის განვითარებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საბაზრო კავშირების დამყარებას.

პროექტის აქტივობები მიმართულია ახალგაზრდების სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისებისკენ, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და სამეწარმეო პოტენციალის განვითარებისკენ. მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ახალგაზრდებს დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დაეხმარება.

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სამიზნე ჯგუფებში, საინფორმაციო შეხვედრებისა და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას, ეფექტიანი საკომუნიკაციო მექანიზმების გამოყენებას და პროექტის გუნდთან კოორდინაციას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა