ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად სურმანიძე სტუდენტებს შეხვდა

სურათი

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად სურმანიძემ არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ზვიად სურმანიძემ სტუდენტებს გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის ანგარიში, სტრატეგიული გეგმა, განხორციელებული აქტივობები და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

შეხვედრის ფარგლებში ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განიხილა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო და 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიურ სიახლეებზე, საარჩევნო ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენებაზე, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიასა და სხვა მნიშვნელოვან პროცესებზე.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და ზვიად სურმანიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა