11 თებერვალი 2026 წელი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და სხვა პირებთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს და აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. მხარეებმა ისაუბრეს ცენტრის მნიშვნელობაზე, მის როლზე სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებაში და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე.