იაპონიის ელჩმა ბსუ-ს 100-მდე წიგნი გადასცა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ქართულ-იაპონური ურთიერთობების მნიშვნელობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში.  განიხილეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტოკიოს ტექნოლოგიურ და მეტროპოლიტენ უნივერსიტეტებთან არსებული ურთიერთობები, ასევე დასახეს იაპონიის სხვა უნივერსიტეტებთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში იაპონიის საელჩომ საზეიმო ვითარებაში უნივერსიტეტს წიგნები გადასცა. 100-მდე სახელმძღვანელო მოიცავს იაპონური ენის, კულტურისა და ისტორიის, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ მნიშვნელოვან ნაშრომებს. ლიტერატურა ბსუ-ს ბიბლიოთეკაში განთავსდა და ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

შეხვედრაზე იაპონიის ელჩმა ბსუ-ს რექტორს ,,ნიპონის ფონდის“ სერტიფიკატი გადასცა. აღსანიშნავია, რომ წიგნების დონაციის პროგრამა ,,ტოკიოს ფონდის“ და ,,ნიპონის ფონდის’’ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა