
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს საქართველოს მასშტაბით ბიდგოშჩის (პოლონეთი) WSG უნივერსიტეტში 2025 – 2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის 18 - 22 მაისი, 2026 საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად.
კვირეულის თემატიკაა: „ურბანისტიკა ყველასათვის: უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სივრცეები ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან“.
კვირეულის მიზანია იმის კვლევა, თუ როგორ შეიძლება გახდეს ქალაქები უფრო ინკლუზიური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ყველასთვის.
ღონისძიების განმავლობაში, აკადემიურმა პირმა უნდა ჩაატაროს ლექცია, პრეზენტაცია ან ვორქშოფი სტუდენტებისთვის თემატიკის შესაბამისად.
კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:
გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობისათვის პერსონალის წარმომადგენელი უნდა იყოს:
- ბსუ-ს საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური/სამეცნიერო, თანამდებობაზე დასაქმებული პირი;
- ან სასწავლო პროცესის განხორციელების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით მოწვეული მასწავლებელთა პერსონალის წარმომადგენელი (აუცილებელია დოქტორის ხარისხი შესაბამის სპეციალობაში).
- შენიშვნა: რეკომენდებული არ არის დასაქმებულის ერთსა და იმავე უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ერთზე მეტ შემთხვევაში საერთაშორისო მობილობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიმღები უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილია დამატებითი მოთხოვნა (კორესპონდენცია).
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად)
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ან საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა დასაქმების ადგილიდან, დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- შესაბამისი უცხო ენის B2/C1 დონეზე ფლობის (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად) დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი ან კონკურსანტის თანხმობა, ჩააბაროს ბსუ-ს მიერ ორგანიზებული უცხო ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდა (ამ შემთხვევაში, უნდა მიეთითოს განცხადებაში);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობის (სამუშაო/work plan) გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- წინასწარი მოწვევის წერილი/ელფოსტა (Pre-Acceptance Letter/Email) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურის (ფაკულტეტის/დარგობრივი დეპარტამენტის/სამსახურის მიერ გამოგზავნილი) უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან, რომელიც მობილობის პერიოდში უშუალო მასპინძლობას გაუწევს დასაქმებულს (ინგლისურ ენაზე).
წინასწარი თანხმობის წერილის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ მიმღები უნივერსიტეტის დარგობრივ დეპარტამენტს/ფაკულტეტს და არა საერთაშორისო ოფისის წარმომადგენელს!
- კონკრეტული კონკურსის გამოცხადების შესახებ საუნივერსიტეტო აქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
პერსონალის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, ბსუ-ს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (კანცელარიის)მეშვეობით:
აკადემიური პერსონალისთვის-eflow; ხელშეკრულებით მოწვეული პირისთვის ელექტრონული ფოსტა: info@bsu.edu.ge
კონკურსის ეტაპები :
- საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად: 2026 წლის 26 თებერვალი - 4 მარტი (15:00 საათამდე);
- გასაუბრება კომისიასთან - 2026 წლის 5 მარტი
სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს
- მგზავრობისა და დღიური ხარჯის ანაზღაურებას.
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და გაესაუბროს.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე:
| უკან |
