(სხდომის ჩატარების დრო: 15 სთ.)
1. „ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის შრომის დატვირთვის განსაზღვრისა და ანაზღაურების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის №06-01/98 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
(მომხს.: სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით
რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე)
2. 2026–2027 სასწავლო წლისთვის ბსუ-ს საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ.
(მომხს.: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
ხელმძღვანელი ვლადიმერ ღლონტი)
3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 20 თებერვლის №20/ნ ბრძანებით განსაზღვრული კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის მოთხოვნებთან ბსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ.
(მომხს.: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
ხელმძღვანელი ვლადიმერ ღლონტი)
4. ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „აგრარული ტექნოლოგიები“ მოდიფიცირებული სასწავლო გეგმების დამტკიცების შესახებ.
(მომხს.: ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე)
მიმდინარე საკითხები.
| უკან |
