
გამოცხადდა მსმენელთა მიღება ბსუ-ს მოკლევადიან ტრენინგ-მოდულზე „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება“ (ბსუ-ს რექტორის ბრძანება № 01-02/44; 06.03.2026) საკონტაქტო (სააუდიტორიო მეცადინეობის) 66 საათი; სწავლების ფორმატი - პირისპირ/ონლაინ, ბსუ-ს სარგებლობაში არსებულ ფართში; ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა: პირისპირ ფორმატის შემთხვევაში - 10-25/ონლაინ ფორმატის შემთხვევაში - 20).
ერთი მსმენელის სწავლის საფასური შეადგენს: პირისპირ ფორმატის შემთხვევაში - 300 ლარს, ხოლო ონლაინ ფორმატის შემთხვევაში - 350 ლარს.
ტრენინგ-კურსის გავლის მსურველმა რეგისტრაციის მიზნით უნდა წარმოადგინოს სააპლიკაციო განცხადება (შევსებული მიღების გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანების №1 დანართის შესაბამისად - იხილეთ თანდართული ფორმა). აპლიკანტი უფლებამოსილია შესავსები განაცხადის ფორმა ჩამოტვირთოს ბსუ-ს ვებგვერდიდან, შეავსოს და წარმოადგინოს (გამოაგზავნოს) ელექტრონულად, ელექტრონულ მისამართზე: info@bsu.edu.ge ან წარმოადგინოს მატერიალური სახით, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია), შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ბსუ-ს №1 კორპუსი, 1-ელი სართული, №1 ოთახი.
ტრენინგ-კურსის გავლის მსურველის სააპლიკაციო განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7263 (დანიშნულებაში მიეთითოს „ტრენინგის „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება“ სწავლის საფასური“).
იხილეთ:
- ბსუ-ს მოკლევადიან პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველის სააპლიკაციო განცხადება (შესავსები ფორმა).
- „ბსუ-ს მოკლევადიან ტრენინგ-მოდულზე „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება“ მსმენელთა მიღების გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2026 წლის 06 მარტის №01-02/44 ბრძანება.
| უკან |
