
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის კონკურსს ევროპის უნივერისტეტებში მობილობის განსახორციელებლად 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.
დეტალური ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტების და ვაკანტური ადგილების შესახებ წარმოდგენილია დანართების სახით.
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ მიმღები უნივერსიტეტების და ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია შეიძლება განახლდეს. განახლებული ინფორმაცია პერიოდულად გადაამოწმეთ.
საერთაშორისო მობილობის კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტი (სტუდენტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე ბსუ-ს სტუდენტი:
- გარდა პირველი და ბოლო სემესტრის სტუდენტისა - პირველი საფეხურის/ერთსაფეხურიანი/ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების სტუდენტის შემთხვევაში
- გარდა ბოლო სემესტრის სტუდენტისა - მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტის შემთხვევაში;
- არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+/სამინისტროს პროგრამის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე (გარდა მოკლევადიანი მობილობისა) - ბაკალავრიატი/ერთსაფეხურიანი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა (შენიშვნა: დასაშვებია სტუდენტმა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო მობილობის სხვა კონკურსში).
- ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი ვადით არ უნდა იყოს ნაცხოვრები (არ უნდა ჰქონდეს გატარებული 12 თვეზე მეტი) ევროკავშირის ქვეყანაში;
- საკონკურსო განაცხადი უნდა შეიტანოს იმ საფეხურის საგანმანათლებლო სტუდენტებისათვის განსაზღვრულ კონკურსში, რომელზეც ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას;
- საკონკურსო განაცხადის წარდგენის პერიოდისათვის უნდა სწავლობდეს მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ანალოგიურ/თავსებად პროგრამაზე (ძირითადი/major ან დამატებითი/minor) ბსუ-ში ან/და გადიოდეს შესაბამისი მიმართულების სასწავლო კურსებს (მათ შორის თავისუფალ კომპონენტებს).
კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ან საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე):
https://europass.europa.eu/en/create-europass-cv
- მოტივაციის წერილი, არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- სოციალურ-ეკონომიკური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში), ინგლისურ ენაზე თარგმანის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სასწავლო ხელშეკრულება, შეთანხმებული გამგზავნი (მშობლიური) უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან (იხ. დანართი);
- ბაკალავრიატის საფეხურის გავლის დამადასტურებელი დიპლომის დანართი ინგლისურ ენაზე - მხოლოდ მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის);
- მაგისტრატურის საფეხურის გავლის დამადასტურებელი (ან მაგისტრთან გათანაბრებული) დიპლომის დანართი ინგლისურ ენაზე - მხოლოდ დოქტორანტურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის;
- დაინტერესების/თანხმობის წერილი (Letter of Interest/ Letter of Acceptence) მასპინძელი უნივერსიტეტიდან - მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის;
კონკურსის მონაწილე სტუდენტს უფლება აქვს შეიტანოს განაცხადი მისთვის სასურველ უნივერსიტეტებში (არაუმეტეს 3 უნივერსიტეტისა). ამ შემთხვევაში, კანდიდატმა განცხადებაში თავად უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, ასევე ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტების შესაბამი მოტივაციის წერილები და სასწავლო ხელშეკრულებები.
კონკურსის ეტაპები სტუდენტებისთვის:
პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:
2026 წლის 10 - 30 მარტი (15:00 საათამდე)
საერთაშორისო მობილობის კონკურსში კონკურსანტების დოკუმენტაციის მიღება ხდება ელექტრონულად, ბსუ-ს პორტალით კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში და პირობებით.
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს:
- ელ. ფოსტა (მოქმედი),
- უცხოური ენის (ინგლისური/ფრანგული, გერმანული) ტესტირების სასურველი ენა და დონე (B1/B2, მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად),
- წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა აიტვირთოს ერთი ფაილის სახით (ZIP).
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFL, IELTS, OXFORD CAMBRIDGE და სხვა მსგავსი სერტიფიკატის) არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.
ტესტირება უცხოურ ენაში (საგამოცდო ცენტრი): 2026 წლის 2 აპრილი.
იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს (მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 71 ქულა), დაინიშნება
მესამე ეტაპიც - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან: 2026 წლის 6 აპრილი.
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და დამატებით ჩაუტაროს გასაუბრება.
საერთაშორისო მობილობის სტიპენდია მოიცავს: სწავლის საფასურისგან გათავისუფლებას; ყოველთვიურ სტიპენდიას; მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯებს!
შენიშვნა: ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა 20-ზე მეტი კრედიტის თანხვედრა!
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
| უკან |
