აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს გაცვლითი პროგრამის - „სწავლა საზღვარგარეთ“ კონკურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - ,,სწავლა საზღვარგარეთ“ კონკურსს ევროპის უნივერისტეტებში მობილობის განსახორციელებლად 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

 დეტალური ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტების და ვაკანტური ადგილების შესახებ წარმოდგენილია დანართების სახით.

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ მიმღები უნივერსიტეტების და ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია შეიძლება განახლდეს. განახლებული ინფორმაცია პერიოდულად გადაამოწმეთ.

საერთაშორისო მობილობის კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტი (სტუდენტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს  აქტიური სტატუსის მქონე ბსუ-ს  პირველი საფეხურის/ერთსაფეხურიანი/ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების სტუდენტი (გარდა პირველი და ბოლო სემესტრის სტუდენტისა);
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული სამინისტროს პროგრამის გრანტი;
  •  
  • შენიშვნა:  დასაშვებია, სტუდენტმა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო მობილობის სხვა კონკურსში.
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი ვადით არ უნდა იყოს ნაცხოვრები   (არ   უნდა   ჰქონდეს   გატარებული   12   თვეზე   მეტი) ევროკავშირის  ქვეყანაში;
  • საკონკურსო   განაცხადის   წარდგენის   პერიოდისათვის   უნდა სწავლობდეს მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ანალოგიურ/თავსებად პროგრამაზე (ძირითადი/major ან დამატებითი/minor) ბსუ-ში ან/და გადიოდეს შესაბამისი მიმართულების სასწავლო კურსებს (მათ შორის თავისუფალ კომპონენტებს).
  • უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ა. რ. ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე  კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე ( ამ შემთხვევაში, 2025 წლის 10 მარტამდე).

 

კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ან საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე):

           https://europass.europa.eu/en/create-europass-cv

  • მოტივაციის წერილი, არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • სოციალურ-ეკონომიკური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი   ცნობა (არსებობის   შემთხვევაში),  ინგლისურ ენაზე თარგმანის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სასწავლო ხელშეკრულება, შეთანხმებული გამგზავნი (მშობლიური) უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან (იხ. დანართი);
  • კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე აჭარის ა.რ. ადმინისტრაციულ     ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაში.

კონკურსის მონაწილე სტუდენტს უფლება აქვს შეიტანოს განაცხადი მისთვის სასურველ უნივერსიტეტებში (არაუმეტეს 3 უნივერსიტეტისა). 

ამ შემთხვევაში, კანდიდატმა განცხადებაში თავად უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, ასევე ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტების შესაბამი მოტივაციის წერილები და სასწავლო ხელშეკრულებები.

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

2026 წლის  10 - 30 მარტი (15:00 საათამდე)

საერთაშორისო მობილობის კონკურსში კონკურსანტების დოკუმენტაციის მიღება ხდება ელექტრონულად, ბსუ-ს სტუდენტური პორტალით კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში და პირობებით.

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ელ. ფოსტა (მოქმედი), უცხო ენის (ინგლისური) ტესტირების სასურველი ენა და დონე (B1/B2, მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად) და წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა აიტვირთოს ერთი ფაილის სახით (ZIP).

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFL, IELTS, OXFORD CAMBRIDGE და სხვა მსგავსი სერტიფიკატის) არსებობის შემთხვევაში სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.

მეორე ეტაპი -  ტესტირება უცხო ენაში (საგამოცდო ცენტრი):  

2026 წლის 2 აპრილი.

იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს (მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 71 ქულა)

მესამე ეტაპიც - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან:

2026 წლის 6 აპრილი.

შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და დამატებით ჩაუტაროს გასაუბრება.

შენიშვნა:  გაცვლითი პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა   30 კრედიტის თანხვედრა!

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

  დანართი
  დანართი - სასწავლო ხელშეკრულება.docx
  სასწავლო კურსების კლასიფიკაცია და კოდები
  საერთაშორისო წესის ადმინისტრირების დადგენილება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა