კონკურსი უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარები, კონგრესი, ფორუმები) მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების მისაღებად
(2026 წლის მეორე ეტაპისათვის)
- გამოცხადდეს კონკურსი 1 აპრილიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით (2026 წლის მეორე ეტაპზე) უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარები, კონგრესი, ფორუმები) მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ბსუ-ს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის გამოვლენისათვის.:
ა) დოკუმენტაციის მიღება - 2026 წლის 16-24 მარტის ჩათვლით;
ბ) კონკურსის ჩატარების ორგანიზება - 2026 წლის 26-27 მარტი;
გ) გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა - 2026 წლის 31 მარტი;
დ) გამარჯვებული კონკურსანტის მიერ უცხოეთში 2026 წლის 1 აპრილიდან 10 დღის ვადაში გასამართ ღონისძიებაზე მივლინებისათვის შესაბამისი სამსახურებრივი ბარათისა და განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2026 წლის 31 მარტიდან.
- ბსუ-ს ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ბსუ-ს 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში, წინამდებარე ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის მიზნებისათვის განისაზღვრა თითოეული ფაკულტეტის/ინსტიტუტის დაფინანსების მოცულობა (ასევე ახალგაზრდა მეცნიერებისათვის - პირები, რომელებმაც კონკურსის გამოცხადებამდე 7 წლის განმავლობაში მოიპოვეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და ასაკი არ აღემატება 35 წელს) შემდეგნაირად:
ბსუ-ს ფაკულტეტებისათვის:
ა) იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 9000 ლარი.
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 6000 ლარი;
გ) ტექნოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 6000 ლარი;
დ) ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 5000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 1500 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);
ე) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 5000 ლარი;
ვ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 7000 ლარი;
ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 12000 ლარი.
ბსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისათვის:
ა) ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალისთვის -6000 ლარი;
ბ) ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალისთვის - 10000 ლარი(მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 3000 ლარი, თუკი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და გამოვლინდება გამარჯვებული);
გ) ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალისთვის - 7000 ლარი.
- კონკურსში მონაწილეობის მიზნით ბსუ-ს აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის პირმა (შემდეგში - კონკურსანტმა) ელექტრონულად (საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს დაფინანსების განაცხადი (შევსებული წინამდებარე ბრძანების №1 დანართის შესაბამისად) და შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ინფორმაცია სამეცნიერო ღონისძიების შესახებ (თემატიკა ან/და სავარაუდო სამუშაო გეგმა; ჩატარების ადგილი, თარიღი და ფორმატი; ორგანიზატორი დაწესებულება ან/და სხვ.);
ბ) ოფიციალური მოწვევის (მასპინძელი ორგანიზაციის/დაწესებულების თანხმობა) ორიგინალი და ქართულ ენაზე ნათარგმნი;
გ) მოხსენების მოკლე ტექსტი ქართულ ან/და მოხსენების ტექსტი/პრეზენტაცია კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე; მოხსენების შესაბამისი, გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი/სტატია;
დ) შესაბამისი ფაკულტეტის დარგობრივი დეპარტამენტის/ინსტიტუტის განყოფილების სხდომის გადაწყვეტილება (ოქმის ამონაწერი), შესაბამის ღონისძიებაში დასაქმებულის მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ე) სხვა დოკუმენტაცია, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი სამეცნიერო ღონისძიება და საჭიროა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
- აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის მიერ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღებისას საკონკურსო კომისიამ უნდა გაითვალისწინოს:
ა) განსახორციელებელი ღონისძიებისა და ორგანიზატორი დაწესებულების რეიტინგი;
ბ) კონკურსანტის მოხსენების შესაბამისობა ბსუ-ს კვლევის პოლიტიკის მიხედვით დამტკიცებულ ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების სამეცნიერო საქმიანობის გეგმასთან/ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევის მუშაობის გეგმასთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კონკურსანტის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობა (Web of Science, Scopus, ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებებით) ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში ან/და ქართველოლოგიური მიმართულებით გამოქვეყნებული/გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიები და მათი ციტირება);
- საკონკურსო კომისია განიხილავს საკონკურსო დოკუმენტებს, კონკურსანტებთან გასაუბრების გზით დაადგენს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებებს და კონკურსანტთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით უნდა მიიღოს შესაბამისი კონკურსანტის დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება (ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ან/და კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმის შესაბამისად განსაზღვრული სარეიტინგო ქულების დაანგარიშებით).
- ბსუ-ს დაფინანსებით განხორციელებული აქტივობის შემდეგ აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლების ანგარიშები უნდა განიხილოს ფაკულტეტის საბჭომ/სამეცნიერო საბჭომ და მიღებული შედეგის შესახებ ფაკულტეტის დეკანმა/ინსტიტუტის დირექტორმა სამსახურებრივი ბარათი უნდა წარუდგინოს რექტორს (ბარათი დამუშავებისათვის ეგზავნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სამეცნიერო კვლევების სამსახურს და საქმისწარმოების სამსახურს (კანცელარიას).
- თუკი გამოვლინდება დაფინანსებული პირის მიერ შესაბამისი აქტივობის განუხორციელებლობა/ღონისძიებაში მონაწილეობის მიუღებლობა/გაცემული დაფინანსების თანხის არამიზნობრივად გამოყენება, დაფინანსების მიმღები პირი ვალდებულია დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში დააბრუნოს მიღებული თანხა ბსუ-ს ანგარიშზე.
| უკან |
