
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა იყო საქართველოს სულიერი წინამძღოლი, რომლის ღვაწლი ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ქვეყნის სულიერ, კულტურულ და საზოგადოებრივ განვითარებას. მისი მოღვაწეობა მილიონობით ადამიანისთვის რჩებოდა იმედის, ერთობისა და რწმენის წყაროდ.
უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ილია II-ის კურთხევით, პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე, დაარსდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2013 წელს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, პატრიარქს მიენიჭა ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება. მისი ინიციატივით უნივერსიტეტში გაიხსნა ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სულიერ ავტორიტეტს, ეროვნულ ღვაწლსა და შეუფასებელ როლს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები უსამძიმრებენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს და სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკლისს.
მისი ხსოვნა დარჩება როგორც სულიერი სიმტკიცის, სიბრძნის, რწმენისა და ეროვნული ერთობის სიმბოლო.
| უკან |
