ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი

1. გამოცხადდა კონკურსი ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის მიზნით კანდიდატთა (სტაჟიორთა) შესარჩევად.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 ან/და მე-4 სასწავლო წლის სტუდენტებს ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს (შენიშვნა: საბაკალავრო საფეხურის მე-3 სასწავლო წლის სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების რაოდენობა არ უნდა იყოს 120 კრედიტზე ნაკლები) შემდეგი მიმართულებებიდან:

ა) ბსუ-ს  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის „ქიმიის“ და „ეკოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამებიდან;

ბ) ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის „ფიზიკის“ საგანმანათლებლო პროგრამიდან;

გ) ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის „აგრარული ტექნოლოგიების“ საგანმანათლებლო პროგრამიდან.

3. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 23 მარტიდან 2026 წლის 29 მარტის ჩათვლით ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) ან ბსუ-ს ელექტრონული ფოსტის (chancellery@bsu.edu.ge) მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (შევსებული სტაჟირების გავლის წესის №1 დანართით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად, მათ შორის, სამოტივაციო ნაწილიც);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათი;

დ) ერთი ფერადი ფოტოსურათი (3X4);

ე) ცნობა სოციალურად დაუცველობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

4. კონკურსის წესით შეირჩეს 3 სტაჟიორი, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში გაივლიან ანაზღაურების გარეშე სტაჟირებას ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში (სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, თამარის დასახლება, გრიშაშვილის ქ. №5) სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი), ორ ცვლაში, შემდეგი განრიგით: პირველ ცვლა (09:00 სთ - 13:00 სთ), ხოლო მეორე ცვლა (14:00სთ - 18:00სთ).

5. სტაჟირების გავლის პერიოდში სტაჟიორებმა უნდა შეასრულონ ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის „აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის“ დებულებითა და პერსონალის სამუშაოთა (ფუნქციათა) აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები, სტაჟიორის ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალების ფარგლებში.

6. ანაზღაურების გარეშე სტაჟირების პერიოდის (ერთი თვე) გასვლის შედეგად, სტაჟიორის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე განისაზღვრება წარმატებული სტაჟიორები, რომლებიც შესაძლებელია დასაქმდნენ არაუმეტეს 6 თვის ვადით (ანაზღაურებადი სტაჟირება). დასაქმებული სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამის სამუშაო ცვლებში სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით (არაუმეტეს 500 ლარი).

7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ განისაზღვრება კონკურსის ჩატარების ვადები (დოკუმენტაციის გადარჩევა, კონკურსანტებთან გასაუბრება, შედეგების გამოცხადება) და ინფორმაცია განთავსდება ბსუ-ს ვებგვერდზე (კონკურსების ველში).

8. ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ წინამდებარე განცხადებას თან ერთვის:

8.1. კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება;

8.2. ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 29 მარტის №02 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბსუ-ში სტაჟირების გავლის წესი“;

8.3. სტაჟირების განაცხადის ფორმა („ბსუ-ში სტაჟირების გავლის წესის“ №1 დანართი);

8.4. ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დამხმარე პერსონალის სამუშაოთა (ფუნქციათა) აღწერილობა.

 

  ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის პერსონალის სამუშაოთა (ფუნქციათა) აღწერილობა
  ბსუ-ში სტაჟირების გავლის წესი
  განაცხადი სტაჟირებაზე
  ბრძანება N 01-10-31

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა