II გლობალური სიმპოზიუმი ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების საკითხებზე GSCBH 2026 II Global Symposium on Chemistry, Biochemistry and Health Sciences

სურათი

23-24 ივლისი, 2026

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი, საქართველო

https://maps.app.goo.gl/eRqdEkLFx9LP75jw5

 

სიმპოზიუმის კონტენტი

II გლობალური სიმპოზიუმი ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების საკითხებზე წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მკვლევრებს, ექიმებს, ფარმაცევტებს, ბიოტექნოლოგებსა და გარემოს მეცნიერების სპეციალისტებს. სიმპოზიუმის მიზანია თანამედროვე კვლევების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ინტერდისციპლინური მიდგომების განხილვა, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან.

 

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება სამედიცინო ქიმიისა და ბიოქიმიის თანამედროვე მიმართულებები, ბიოაქტიური ნივთიერებებისა და ახალი თერაპიული მიდგომების კვლევა, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი, ასევე ბუნებრივი რესურსების, მათ შორის მინერალური წყლებისა და ბალნეოლოგიური ფაქტორების როლი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და რეაბილიტაციაში.

 

სიმპოზიუმი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობას თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში.

ღონისძიების მიზნები

  • სამედიცინო ქიმიისა და ბიოქიმიური მეცნიერებების თანამედროვე მიმართულებებისა და ახალი სამეცნიერო აღმოჩენების განხილვა
  • მედიკამენტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და ინოვაციური სამკურნალო მეთოდების კვლევის ხელშეწყობა
  • ქიმიური, ბიოქიმიური და ბიოტექნოლოგიური ტექნოლოგიების ინტეგრაცია მედიცინაში, ფარმაციაში და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში
  • ქიმიის, ბიოქიმიის, აგრარული მეცნიერებებისა და გარემოსდაცვითი კვლევების ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გაძლიერება
  • თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების (ქრომატოგრაფია, სპექტრომეტრია და სხვა ტექნოლოგიები) გამოყენების პოპულარიზაცია ბიოქიმიურ და სამედიცინო კვლევებში
  • წყლის რესურსების, საკვების, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის კვლევა
  • ეკოლოგიური ცვლილებებისა და გარემოს ფაქტორების გავლენის განხილვა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბიოქიმიურ პროცესებზე
  • აგრარული ბიოტექნოლოგიის, მცენარეთა ჯანმრთელობისა და ბიომრავალფეროვნების კვლევის მნიშვნელობის გაძლიერება ადამიანის ჯანმრთელობის კონტექსტში
  • ბალნეოლოგიის, ბალნეოქიმიისა და კურორტოლოგიური მედიცინის როლის განხილვა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და რეაბილიტაციაში
  • სამკურნალო მინერალური წყლების, ბუნებრივი რესურსებისა და ბიოაქტიური ნივთიერებების ქიმიური და ბიოქიმიური კვლევების განვითარება
  • სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებს, სამედიცინო ცენტრებსა და ინდუსტრიულ სექტორს შორის
  • ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში

სამიზნე ჯგუფი

  • ქიმიკოსები და ბიოქიმიკოსები
  • ფარმაცევტები და ფარმაცევტული მეცნიერებების მკვლევრები
  • ექიმები და სამედიცინო სპეციალისტები
  • ბიოტექნოლოგიისა და სამედიცინო ტექნოლოგიების მკვლევრები
  • აგრარული მეცნიერებების სპეციალისტები
  • ფიტოპათოლოგები და ბიომრავალფეროვნების მკვლევრები
  • გარემოსდაცვითი მეცნიერებების სპეციალისტები და ეკოლოგები
  • ანალიტიკური ქიმიისა და ქრომატოგრაფიული მეთოდების მკვლევრები
  • ჰიდროქიმიისა და წყლის რესურსების მკვლევრები
  • ბალნეოლოგიისა და კურორტოლოგიის სპეციალისტები
  • რეაბილიტოლოგები და ფიზიკური მედიცინის სპეციალისტები
  • სამედიცინო, ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები
  • ტურიზმის, სამედიცინო ტურიზმისა და კურორტების წარმომადგენლები
  • სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევარები

სიმპოზიუმის ძირითადი თემატური მიმართულებები

1. სამედიცინო ქიმია და ფარმაცევტული კვლევები

  • ახალი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები
  • სამკურნალო ნაერთების სინთეზი და ანალიზი
  • სამედიცინო ქიმიის თანამედროვე მეთოდები

2. ბიოქიმია და მოლეკულური მექანიზმები

  • დაავადებების ბიოქიმიური მექანიზმები
  • ბიომოლეკულების ფუნქცია და რეგულაცია
  • ბიოქიმიური პროცესები ჯანმრთელობასა და დაავადებაში

3. გარემოს ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა

  • გარემოს დაბინძურება და ჯანმრთელობა
  • ეკოტოქსიკოლოგია
  • კლიმატის ცვლილება და ბიოქიმიური პროცესები

4. გარემოსდაცვითი კვლევები, ეკოლოგია და მდგრადი განვითარება

  • სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება და აგროეკოსისტემების მართვა
  • ბუნებრივი ეკოსისტემების ფუნქციონირება, ბიომრავალფეროვნება და დაცვა
  • გარემოს დაბინძურება და ჯანმრთელობა

5. ბალნეოლოგია, თალასოთერაპია და კურორტოლოგიური მედიცინა

  • სამკურნალო მინერალური წყლების ქიმია
  • ზღვის წყლისა და სანაპირო რესურსების სამკურნალო პოტენციალი
  • ბუნებრივი სამკურნალო რესურსები და რეაბილიტაცია

6. აგრარული ბიოქიმია და მცენარეთა ჯანმრთელობა

  • მცენარეთა დაავადებები და ფიტოპათოლოგია
  • მცენარეთა ბიოქიმია და ბიოაქტიური ნაერთები
  • საკვების უსაფრთხოება და კვების ბიოქიმია

7. ქიმია და ქიმიური ტექნოლოგია ჯანსაღი გარემოსთვის

  • ახალი კომპოზიციური მასალები და მათი კვლევის საშუალებები
  • მემბრანული ფილტრაცია და წყლის გაწმენდის ტექნოლოგიები
  • წყლის ხარისხის ანალიზი

8. ანალიტიკური ქიმია და ქრომატოგრაფიული მეთოდები

  • ქრომატოგრაფიული ტექნოლოგიები ბიოქიმიასა და მედიცინაში
  • ბიოაქტიური ნაერთების ანალიზი
  • თანამედროვე ანალიტიკური ტექნოლოგიები

9. ბუნებრივი პროდუქტების ქიმია და ბიოაქტიური ნივთიერებები

  • მცენარეული და ბუნებრივი ნაერთები
  • ბიოაქტიური ნივთიერებები მედიცინაში
  • ბუნებრივი რესურსების გამოყენება ჯანმრთელობისთვის

10. ინოვაციური ტექნოლოგიები და ციფრული მიდგომები ბიომედიცინაში

  • ხელოვნური ინტელექტი ბიოქიმიურ კვლევებში
  • ბიოინფორმატიკა და მონაცემთა ანალიზი
  • თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

რეგისტრაცია და მონაწილეობის პირობები


რეგისტრაციის საფასური:

  • მომხსენებელი - 150 ლარი
  • მსმენელი - 80 ლარი
  • სტუდენტი -  50 ლარი

სტატიის გამოგზავნის შემთხვევაში დამატებით იხდით 100 ლარს სტანდარტული რეგისტრაციის საფასურის გარდა.

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი:  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
ფორმატი: ჰიბრიდული (ადგილზე + ონლაინ, Zoom პლატფორმა)

რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი ინფორმაციის გადმოგზავნა:
სახელი, გვარი, ორგანიზაცია, გადახდის ქვითარი ელფოსტაზე:
chem.hum.health@gmail.com
ან გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/QmnSPiddosAwsp6JA

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2026

თბს  ბანკის  რეკვიზიტი: GE94TB7735636020100005
საკონტაქტო პირი:  მარინე შავლაყაძე — მობ: 558108069

FB: Chemistry and Human Health

https://www.facebook.com/profile.php?id=61567274942014

სიმპოზიუმის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.


სიმპოზიუმის ფარგლებში წარმოდგენილი მასალები (თეზისები და შერჩეული სამეცნიერო სტატიები) გამოქვეყნდება სიმპოზიუმის ბეჭდურ კრებულში, ასევე ელექტრონული ფორმატით ჟურნალში International Journal Chemistry and Human Health პუბლიკაციები უზრუნველყოფილი იქნება DOI იდენტიფიკატორებით და ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.

თეზისების გაფორმების მოთხოვნები

  1. თეზისები იგზავნება ორ ენაზე -  ქართულად და ინგლისურად
  2. გვერდის ფორმატი: A4
  3. მოცულობა: მაქსიმუმ 350 სიტყვა
  4. საკვანძო სიტყვების რაოდენობა: 5
  5. ველები ყველა მხრიდან - 2 სმ
  6. ფონტი: ქართული ტექსტისთვის - Sylfaen (ზომა 11), ინგლისურისთვის - Times New Roman (ზომა 12)
  7. ინტერვალი: Single (1)
  8. აბზაცი: 0.5 სმ
  9. სათაური - მუქად (Bold), ზომა 14
    ავტორის მონაცემები -  მუქად (Bold), ზომა 10
    (სახელი, გვარი, დაწესებულება, სამეცნიერო ხარისხი ან სწავლის საფეხური)

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა