ბსუ-მ აბიტურიენტებისთვის გამართულ ღია კარის დღეში მიიღო მონაწილეობა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბათუმში  აბიტურიენტებისთვის გამართულ ღია კარის დღეში მიიღო მონაწილეობა, სადაც დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, თბილისში მოქმედი სახელოვნებო უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ბსუ-ს რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა აბიტურიენტებს გააცნეს საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და ის შესაძლებლობები, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს მომავალ სტუდენტებს.

ბსუ-ს სტენდთან მისულ დამთვალიერებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ დეტალური ინფორმაცია სასურველი მიმართულებების შესახებ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

აბიტურიენტთა ღია კარის დღე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო ,,შერატონში” ჩატარდა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა